სტატიები

Published on: 10 September 2015

Opel -მა Astra -ს ახალი თაობის უნივერსალი წარმოადგინა

Opel -ი არ დაელოდა ფრანკფურტის ავტოსალონის პრემიერასა და წარმოადგინა Astra -ს ახალი უნივერსალი. პრაქტიკულმა Astra Sports Tourer -მა საგრძნობლად დაიკლო წონაში, მიიღო მაღალეფექტური ძრავები და პარამეტრების დიდი ნაკრები.

ავტომობილის საბაზო ვარიანტი იწონის 1263 კგ-ს. წინამორბედთან შედარებით ავტომობილმა საშუალოდ 200 კგ -ით დაიკლო. Astra -მ სიგანეში 57 მმ -ით მოიმატა, ხოლო სიგრძეში დარჩა თითქმის იგივე. ამასთან 80 ლ -ით გაიზარდა საბარგულის მოცულობა – 1630 ლ საერთო ჯამში.

რაც შეეხება ძრავებს გეტვყით, რომ ავტომობილი ხელმისაწვდომი იქნება ბენზინისა და დიზელის ტურბო ძრავებით, რომელთა მოცულობაც იქნება 1,0-1,6 ლ. , ხოლო სიმძლავრე 95 -დან 200 ცხენის ძალამდე. ავტომობილი ასევე აღიჭურვება ფუნქციონალური მულტიმედიური სისტემით, რომელსაც აქვს Apple CarPlay -სა და Android Auto -ს მხარდაჭერა. ასევე მატრიცული შუქდიოდური ფარებითა და თანამედროვე უსაფრთხოების სისტემების კომპლექსით, რომელიც შეიცავს შეჯახების შესახებ გამაფრთხილებელს.

ახალი Astra -ს ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ავტომობილის გაყიდვები დაიწყება მისი ცოცხალი ჩვენებიდან რამოდენიმე კვირაში – დაახლოებით ოქტომბერში.

1a69d097e238fc5a41a37feeca

1ef1246125ce068e9e4898bfc5

4b09f269fbf4c91625daf5189f

54f32e92fd1a416423ba68db8c

76d3486ca390e00e63025154ca

86687b1aab1ece9a30c1d881c5

a1f0388bb844bf8de65f790004

b27e3d4c06a8d1a356db362904

bb4a76c47d1f412c99fcc92e3b

d65e28ebb00bc490dddb2602ac

 

 

თეგები: , , , ,


Back to Top ↑