სტატიები

Published on: 05 February 2015

Opel -მა ახალი Corsa OPC -ს საიდუმლოებები გაამხილა

Opel -მა ახალი Corsa OPC 2015 – ის საიდუმლოებები გაამხილა, რომლის მსოფლიო პრემიერაც ერთი თვის შემდეგ ჟენევაში გაიმართება. “მხურვალე” ჰეჩბეკი გაყიდვაში გამოვა ამ წლის გაზაფხულზე და მისი ფასი დაახლოებით 25 000 ევრო იქნება. იგი კონკურენციას გაუწევს ისეთ ავტომობილებს, როგორებიც არიან: Renault Clio Rs -ი და MINI Cooper S -ი.
სტანდარტული მოდელისგან ახალი მოდელი განსხვავდება ფარებით, წინა ბამპერით, დიფუზორითა და Remus -ის გამოსაბოლქვი სისტემით. სტანდარტული 17 დიუმიანი დისკების ჩანაცვლება შესაძლებელია Brembo -ს 330 მილიმეტრიანი მუხრუჭის მქონე 18 დიუმიანი დისკებით.
სპორტულმა ჰეჩბეკმა შეინარჩუნა 1,6 ლიტრიანი ტურბინირებული Ecotec -ი და ამასთან მისი სიმძლავრე 189 -იდან 207 ცხენის ძალამდე გაიზარდა. ავტომობილი 100 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს 6,8 წამში, რაც კონკურენტებთან შედარებით ცუდი მაჩვენებელია.

1cb13ce4d001dd5813f276f30d

1f14dff48a1f6650e69f472963

5e11e8509269ebcabdeaa8dd01

91d2700950d3e717d9a78e9c1c

7549ce12561b9947162491015d

a28fc37983aa4e2494ec82497c

bd6278b4a7783c06b54a97a0f5

da8af0336a658395974793c9bb (1)

e929594752c5026d813df81366

f84947af150ed057262006246a

 

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑