Published on: 07 May 2015
Opel -ი შემოდგომაზე Astra -ს ახალ თაობას წარმოადგენს
Opel -მა განაცხადა, რომ Astra -ს ახალი თაობის ოფიციალური პრემიერა გაიმართება შემოდგომით ფრანკფურტის ავტოსალონში.
გერმანელებმა გამოაქვეყნეს ვიდეო რგოლი, რომელიც მოგვითხრობს მოდელის ისტორიის შესახებ და მის ახალ ვარიანტზე. კადრებში მოხვდა ახალი Astra -ც, თუმცა იგი მთლიანად შენიღბულია, ამიტომ მის გარეგნობაზე დასკვნების გამოტანა ჯერ-ჯერობით ადრეა.
კომპანიის დირექტორმა კარლ-ტომან ნოიმანმა განაცხადა, რომ ახალ მოდელს ექნება ძალიან ეფექტური დიზაინი, ასევე უსაფრთხოებისა და მძღოლის დახმარების მხრივ ბევრი ინოვაცია. აგრეთვე მან თქვა, რომ Astra -ს ახალი თაობა შეიქმნება “სუფთა ფურცლიდან”.
2016 წლის Opel Astra ამჟამინდელ ვერსიებთან შედარებით იქნება ბევრად კომპაქტური,მსუბუქი და მძლავრი. განახლდა ასევე ძრავების გამაც, ახალი ავტომობილი აღიჭურვება დიზელისა და ბენზინის ძრავებით, რომელთა სიმძლავრეც იქნება 105 -დან 200 ცხენის ძალამდე.