სტატიები

Published on: 04 August 2015

Opel -ი ახალ სარბოლო Astra -ს ამზადებს

Opel -მა გამოაქვეყნა ახალი თაობის სარბოლო Astra -ის ფოტოები, რომლის პრემიერაც შემოდგომაზე ფრანკფურტის ავტოსალონში გაიმართება. ჩვენ გველოდება მებრძოლი ჰეჩბეკი 330 ცხენის ძალითა და მხეცური გამოხედვით.

Opel -ში იძახიან, რომ ახალი მოდელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, როგორც ნაციონალურ, ასევე საერთაშორისო შეჯიბრებებში, მაგრამ მისი მთავარი მიზანი არის – TCR სერია, სადაც ერთმანეთს სერიული ავტომობილები ეჯიბრებიან, რომელთა სიგრძეც არ უნდა აღემატებოდეს 4,2 მ -ს.

8278d766ee2f4c44fb35ded1dd

ასევე არის შეზღუდვა ძრავებში, დასაშვებია მხოლოდ ოთხ ცილინდრიანი მაქსიმუმ 2 ლიტრი მოცულობის ბენზინისა და დიზელის ძრავები, რომელთა მაქსიმალური სიმძლავრე უნდა აღემატებოდეს 330 ცხენის ძალასა და 410 ნმ -ს.

იმის მიუხედავად, რომ ავტომობილის საჯარო ჩვენება მოხდება სექტემბერში, იგი ამ მომენტშიც შემუშავების სტადიაში იმყოფება.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑