ავტოსპორტი

Published on: 27 January 2017

Off-Road ჩემპიონატი ბაკურიანში

ხვალ, 28 იანვარს ექსტრიმისა და Off – Road -ის მოყვარულებს დაუვიწყარი სანახაობა ელოდებათ. Xtreme Off-Road Club Georgia -ს ორგანიზებით ბაკურიანში გაიმართება ჩემპიონატი – X-treme Challenge in “Snow Sprint Bakuriani” 2017 . დეტალებისთვის დრაივერი ღონისძიების ერთ-ერთ ორგანიზატორს ზურა შარვაძეს გაესაუბრა.

D: მოგვიყევით  Xtreme Off-Road Club Georgia -ს შესახებ, მსგავსი ტიპის მერამდენე ღონისძიებაა ეს კლუბისთვის?

Xtreme off-road club georgia ჩამოყალიბდა 2016 წლის ზაფხულში და დღესდღეისობით კლუბის წევრთა რაოდენობა საკმაოდ მაშტაბურია. კლუბი ემსახურება ჯანსაღი ავტო სპორტის ერთერთ ყველაზე ექსტრემალურ კატეგორიას off-road -ს.ჩვენი კლუბის პრეზიდენტი გახლავთ საკმაოდ წარმატებული ავტო მრბოლელი და არაერთგზის გამარჯვებული off-road -ერი იოანე ყიფშიძე.

ეს შეჯიბრი კლუბის ორგანიზებით და თაოსნობით რიგით მეორეა. 28 იანვრის ტურით იხსნება წლევანდელი საშეჯიბრო სეზონი.ამ შეჯიბრში ასევე მონაწილეობას იღებს მოტო და კვადრო ტექნიკა.

D: ვის შეეძლება ხვალინდელ ღონისძიებაში მონაწილეობა და რა კატეგორიებში გაიმართება რბოლები?

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ მრბოლელებს.ხვალინდელი შეჯიბრის რეგლამენტის მიხედვით გვაქვს 5 კატეგორია. პირველი ეს არის მოყვარულ “ჯიპერთა” კატეგორია რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სტანდარტული (მოუმზადებელი) ჯიპები.სხვა კატეგორიები ძრავის მოცულობის მიხედვით იყოფა. კერძოდ:

1) 2.5 ლიტრამდე მოცულობის მანქანები.

2) 2.5 ლიტრი მოცულობის ზევით.

3) ძრავ შეცვლილი ან ტრანსმისია შეცვლილი ავტომობილები.

4) ATV ანუ საჭიანი კვადროციკლები, ეგრეთწოდებული ბაგები.

საპრიზო ადგილზე გასული ეკიპაჟებისთვის გათვალისწინებულია უამრავი ავტო ინვენტარი, ვაუჩერები, ბარათები… პრიზების საკმაოდ მრავალფეროვნი და მაშტაბური რაოდენობა გვაქვს. გარკვეულ სოლიდურ პრიზებს კი სიურპრიზად შემოვინახავთ.

D: რას გვეტყვით ლოკაციის შესახებ და რის მიხედვით შეირჩა ის?

მოგეხსენებათ ზამთრის პერიოდს თავისი ხიბლი აქვს თოვლის სახით, ჩვენ ადრეც გვქონია ბაკურიანში მსგავსი შეჯიბრის პრაქტიკა და საკმაოდ წარმატებულიც. ბაკურიანი, კერძოდ დიდველის მიმდებარე ტერიტორია, მისი სირთულეებიდან გამომდინარე Off-Road -ის ამ სეზონისთვის უნიკალურია . აღნიშნული ტერიტორიის შერჩევის დროს ძირითადი ყურადღება ტრეკის მოწყობასა და მის სირთულეს ექცეოდა.ბაკურიანი სრულიად აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს რაც კლუბს გეგმაში ჰქონდა.

ამავე დროს ხვალ 28 იანვარს გახლავთ ბაკურიანობა და შეჯიბრის ბოლოს იგეგმება გრანდიოზული კონცერტი.

D:რას სთავაზობთ ხვალინდელ ღონისძიებაზე მოსულ მაყურებელს?

ულევ ადრენალინს, ექსტრიმს, გართობას, შეუდარებელ სანახაობას მთელი დღის განმავლობაში. იგეგმება უამრავი გასართობი ღონისძიებები და დღის დასასრულს ულამაზესი კონცერტი, რომელშიც უამრავი ცნობილი ჯგუფი თუ სახე მიიღებს მონაწილეობას.

D:რა გეგმები აქვს კლუბს და უნდა ველოდოთ თუ არა მსგავს ღონისძიებებს ახლო მომავალში?

კლუბის ორგანიზებით მომავალშიც არაერთი შეჯიბრი და ექსტრიმ ღინისძიება მოეწყობა.

კლუბს გააჩნია პირველობის ამბიცია და შესაძლებლობაც იმისა, რომ ამ სპორტში ვიყოთ პირველები.

გასულ წელს ჩვენი კლუბის სახელით მოასპარეზე ეკიპაჟმა გიორგი ბურდულმა და დემიკო ყიფშიძემ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო.

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑