ცნობილები

Published on: 19 January 2015

ნუკი კოშკელიშვილი და მისი ავტომობილი Fiat 500 C

Fiat 500 C არის კაბრიოლეტის ტიპის ავტომობილი, რომელსაც სხვა მანქანებისგან თანამედროვე და რეტრო სტილის გემოვნებიანი ნაზავი გამოარჩევს. მეტი დეტალების გასაგებად დრაივერი ნუკი კოშკელიშვილს ესაუბრა, რომელიც ავტომობილი Fiat 500 C-ის მფლობელია.

D: რატომ გადაწყვიტე შეგეძინა კონკრეტულად ავტომობილი Fiat 500 ?

ეს ჩემი პირველი მანქანაა. როგორც კი დავინახე, მივხვდი, რომ ამ მანქანაში ძალიან კომფორტულად ვიგრძნობდი 389959თავს. არასდროს მხიბლავდა თანამედროვე მანქანები, ყოველთვის მომწონდა რეტრო სტილი. Fiat 500 სწორედ რეტრო მანქანის თანამედროვე ვერსიაა. მინდოდა, მყოლოდა კაბრიოლეტი და ამანაც განაპირობა, რომ არჩევანი ამ მოდელზე შევაჩერე.

D: რომელ საწვავს ასხამ?

ვასხამ პრემიუმს და ხშირად ვხუმრობ იმაზე, რომ ძალიან ცოტას წვავს – ქალაქში დღეში 4 ლიტრ ბენზინს.

D: ყველაზე მაღალი ჯარიმა რა გადაგიხდია?

10 ლარით დამაჯარიმა City Park-მა.

D: კიდევ რას გამოარჩევ შენს ავტომობილში?

მიყვარს ჩემი მანქანით საღამოს მეგობრებთან ერთან სეირნობა, განსაკუთრებით ზაფხულში, რადგან კაბრიოლეტი ზაფხულში ძალიან კომფორტულია. მომწონს ის, რომ მანქანა არის თეთრი, აქვს წითელი ტენტი და თეთრი პანელი, რაც რეტრო იერს აძლევს მას. და კიდევ, ეს ავტომობილი ძალიან კომფორტულია სატარებლად, რადგან არ აქვს ე.წ. დაბალი ‘’პასატკა’’ და ასევე, ძალიან მოსახერხებელია პარკირებისთვის, რადგან პატარა მანქანაა. სხვათაშორის ევროპაში ძალიან პოპულარულია ეს მანქანა, სწორედ მისი მცირე ზომისა და ლამაზი დიზაინის გამო.

dscf0151

თეგები: , , ,


Back to Top ↑