სტატიები
Published on: 23 April 2018
“ნორმალური” არასდროს არის მოდაში! – X2-ს ვიდეორგოლი BMW-ისგან
გეტყვიან: “არ გამოგივა”, “ეგრე არ კეთდება”, “ეს უფრო ნორმალურია” და ა.შ. თუმცა, რეალობა ერთია – ნორმალური არასდროს არის მოდაში! BMW-სა და სააგენტო EGG Films-ის ერთობლივი ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც სპეციალურად პირველი X2-ისთვის შეიქმნა, საზოგადოებაში გავრცელებულ, ფესვგადგმულ იმ ბანალურ ფრაზებს უპირისპირდება, რომლებიც ადამიანების შესაძლებლობებს და ნამდვილ პოტენციალს სისტემატიურად აფერხებს. კომპანიის ვიდეო ისეთივე შთამბეჭდავი გამოვიდა, როგორიც უშუალოდ ავტომობილი, რომელსაც მომხმარებელი ასე ელოდა.