სტატიები

Published on: 17 September 2019

ნოემბრის თვეში Mercedes-ი მილიონერებისთვის ახალ ავტომობილს აჩვენებს

ამ შემოდგომაზე Mercedes-Benz-ი სუბბრენდ Mybach-ის ქვეშ ახალ მდიდრულ კროსოვერს წარმოადგენს. ტექნიკურად ის ბოლო თაობის GLS-ს გაიმეორებს. თუმცა Maybach-ი მიიღებს მხოლოდ საუკეთესო ძრავებს, ასევე მისი ბორბლებს შორისი ბაზა გაიზრდება.

მთავარი განმასხვავებელი ორ მოდელს შორის იქნება ძარის გაფორმება. მოსალოდნელია , რომ Mybach-ი მომავალში მოგვაგონებს კონცეპტ Vision Mercedes-Maybach Ultimate Luxury-ს, რომელიც გასულ წლის გაზაფხულზე პეკინის ავტოსალონზე იქნა წარმოდგენილი.

ყველაფერთან, ერთად “მაიბახისგან” მაქსიმალურად მდიდრული აღჭურვილობა არის მოსალოდნელი, რადგან მისი კონკურენტები  Bentley-ს, Lamborghini-სა და Rolls-Royce-ს სახით წარმოგვიდგებიან.

 

თეგები: , , , ,


Back to Top ↑