სტატიები

Published on: 25 March 2015

ნიუ-იორკში Range Rover Sport HST -ს აჩვენებენ

Jaguar Land Rover -მა განაცხადა, რომ ნიუ-იორკის ავტოსალონის პრემიერების სიაში იქნება Range Rover Sport HST.

RR Sport HST -ი მიიღებს Jaguar F-Type S -ისგან 3,0 ლიტრი მოცულობის V6 კომპრესორული ძრავის ტიუნინგირებულ ვერსიას, რომლის სიმძლავრეც გაზარდეს 375 ცხენის ძალამდე (40 ცხ. ძ. -ით მეტი ვიდრე აქვს HSE -ს). ზუსტი ციფრების გასაგებად იმის შესახებ თუ როგორ კრიფავს სიჩქარესა და რა მაქსიმალური სიჩქარის განვითარება შეუძლია ავტომობილს, მოგვიწევს დაველოდოთ პრემიერას.  ცნობილია, რომ HST მიიღებს გაცილებით მძლავრ სამუხრუჭე სისტემას ღია წითელი სუფორთებით, 21 დიუმიან ადვილად დნობად დისკებს, Terrain Responce სისტემის განახლებულ ვერსიასა და ერთდიაპაზონიან ტრანსმისიას.

ახალი კომპლექტაციის განსხვავება შესაძლებელი იქნება დაბურული ოპტიკით, უკანა სპოილერით, კონტრასტული შავი სახურავითა და დამატებითი ჰაერწინაღობით. სალონი გაწყობილი იქნება ორი ფერის ტყავით, ხოლო პედლები და გადაცემების საჭიდან სამართავი იქნება ალუმინის. ფასებზე ჯერ-ჯერობით არაფერი თქმულა, მაგრამ ყველამ ვიცით,რომ ეს ავტომობილი არასდროს ღირებულა იაფი.


Back to Top ↑