სტატიები

Published on: 03 April 2015

ნიუ-იორკში ახალი თაობის Chevrolet Spark -ი აჩვენეს

ნიუ-იორკის ავტოსალონში ახალი თაობის Chevrolet Spark -ის პრეზენტაცია გაიმართა.

2016 წლის Spark -ი წინამორბედთან შედარებით უფრო სერიოზული გახდა. შეიცვალა სალონის ინტერიერიც, რომლის ერთ-ერთ მთავარ განახლებად უნდა ჩაითვალოს მულტიმედიური კომპლექსი 7 დიუმიანი თაჩსქრინით.

ავტომობილი აღიჭურვა ოთხ ცილინდრიანი Ecotec -ის ძრავით, რომლის მოცულობაც შეადგენს 1,4 ლიტრს. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, ის არის 5 საფეხურიანი მექანიკა. ავტომობილის ცხენნის ძალა შეადგენს 99 ერთეულს.

ავტომობილის გაყიდვები დაიწყება წლის ბოლოსთვის.

0d1e03fc82bba475f961268dd9

f2eb3dfe5c557d46938df6ce50

თეგები: , ,


Back to Top ↑