სტატიები

Published on: 09 April 2015

Nissan X-Trail -ის ოჯახს ჰიბრიდული ვერსია შეემატა

Nissan -მა ახალი X-Trail -ის ოჯახს ჰიბრიდული ვერსიის სახით ახალი წევრი შემატა. ავტომობილი აღიჭურვა ბენზინ-ელექტრონული ძრავით. კროსოვერი 100 კმ -ზე საშუალოდ 4,8 ლიტრ საწვავს. ჰიბრიდი შიდა ბაზარზე 13 მაისს გამოვა.

გარეგნულად ჰიბრიდული ვერსიის განსხვავება ჩვეულებრივისგან არც თუ ისე დიდია, ერთადერთ გარე განმასხვავებელ ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს LED ნისლსაწინააღმდეგო განათება. ხოლო რაც შეეხება ავტომობილის სალონს, აქ განსხვავებები უფრო თვალშისაცემია –  ხელსაწყოთა პანელში ინტეგრირებულია დისპლეი, რომელიც გვიჩვენებს ავტომობილის მუშაობის რეჟიმს, ასევე შემცირებულია საბარგულის მოცულობა 150 ლ -ით და შეადგენს 400 ლ -ს.

ავტომობილი აღჭურვილია 2 ლიტრი მოცულობის მქონე ძრავით, რომლის სიმძლავრეც შეადგენს 147 ცხენის ძალასა და 41 ცხენის ძალის მქონე ელექტრო ძრავით, ასევე ლითიუმ-იონური ბატარეითა და Xtronic ვარიატორით.

 

1bc960b0ad45374e610382c229

2d34ca124892636189492ad6c4
fed67a2639384da92e7e9e07d1

თეგები: , ,


Back to Top ↑