სტატიები
Published on: 29 March 2019
Nissan-მა საიუბილეო “ოცნების ავტოფარეხი” დაანონსა
Nissan-მა სპორტული ავტომობილების GT-R-სა და 370Z-ის საიუბილეო 50th Anniversary სერია დაანონსა, რომელიც აპრილის თვეში ნიუ-იორკის ავტოსალონში იქნება წარმოდგენილი. იაპონელები სხვა დეტალებს ჯერ არ ახმაურებენ. ბრენდის კლასიკური ავტომობილების გულშემატკივრები ღონისძიებაზე “ოცნების ავტოფარეხს” – Nissan Dream Garage-ს ნახავენ.
ტიზერზე საშუალება გვაქვს ამოვიცნოთ ზედა რიგში წარმოდგენილი მოდელები, როგორებიცაა: 240Z, GT-R R32,GT-R C110 და GT-R R34. ქვედა რიგში: 370Z (შესაძლოა, 50th Anniversary Edition), თანამედროვე GT-R, GT-R50 და GT-R Nismo.
Nissan Dream Garage-ში დიდი ადგილი GT-R-ს უკავია, რომელმაც რვიდან ექვსი ადგილი მიისაკუთრა.