სტატიები

Published on: 30 June 2018

Nissan-მა GT-R-ის 50 წლის იუბულე აღნიშნა

GT-R-ის იუბილესთან დაკავშირებით იაპონურმა ავტომწარმოებელმა Italdesign-ის ატელიესთან თანამშრომლობით მოამზადა პროტოტიპი, რომელიც აწყობილია 2018 წლის  Nissan GT-R Nismo-ს ბაზაზე და ორიგინალისგან მოზრდილი ზომებით განსხვავდება, ასევე ექსტერიერის ელემენტების გადამუშავებული დიზაინით.

საიუბილეო GT-R50 აღჭურვილია Italdesign-ის მიერ გაუმჯობესებული 3,8 ლიტრი მოცულობის V6 ძრავით. Nissan-ის ვარაუდით მისი მაქსიმალური სიმძლავრე დაახლოებით 720 ცხ.ძ. ხოლო ბრუნვითი მომენტი 780 ნმ იქნება.

პროტოტიპის ევროპული დებიუტი შემდეგ თვეში გაიმართება.

თეგები: , ,


Back to Top ↑