სტატიები
Published on: 22 April 2015
Nissan -ის ხაზი ახალი სედანით შეივსო
შარშანდელმა კონცეპტმა Nissan Lannia -მ სერიული გაგრძელება დაიწყო – საბაზრო ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართა შანხაის ავტოსალონში.
ახალი მოდელი კონცეპტისგან მხოლოდ რამოდენიმე დეტალით განსხვავდება. ეს არის რამოდენიმე განსხვავებული შტრიხი ოპტიკასა და ბამპერებში, ასევე ოდნავ განსხვავებული დისკები.
სალონში შეხედვისას ყურადღებას იპყრობს ტორპედოს საინტერესო ფორმა, სიმპათიური საჭე, შვიდდიუმიანი დისპლეი. სალონი გაწყობილია ორ ფერში.
რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, ჯერ-ჯერობით გასაიდუმლოვებულია. ავტომობილის გაყიდვები დაიწყება შემოდგომაზე და ნათელი გახდება ყველა დეტალი. ვნახოთ თუ დაიმსახურებს ავტომობილი მოწონებას და გასცდება ჩინურ ბაზარს.