სტატიები

Published on: 27 April 2018

NISSAN-ის ახალი საამაყო მოდელი

Nissan-მა გადაწყვიტა დაბრუნებოდა ფესვებს და ააწყო ნამდვილი კლასიკა. Nissan Terra – ეს არის ყველგანმავალი, რომელიც აწყობილია კლასიკურ ჩარჩოზე, მასთან დაკავშირებული სრული ამძრავიანი სისტემითა და უკანა დიფერენციალის ბლოკირებით.

ავტომობილს საფუძვლად უდევს პიკაპი Navara, რომლისგანაც მიიღო სალონი. ავტომობილი საკმაოდ კომფორტული გამოვიდა, ზომებით Terra ისეთ ავტომობილებსაც აღემატება, როგორებიცაა Toyota Fortuner-ი და Mitsubishi Pajero Sport-ი.

ფოტოებზე ჯერ-ჯერობით ჩინური ბაზრისთვის განკუთვნილ Terra-ს ვხედავთ, რომელიც აღიჭურვება 2,5 ლიტრი მოცულობის ბენზინის ძრავით (184 ცხ.ძ.).

 

თეგები: , , ,


Back to Top ↑