სტატიები

Published on: 11 July 2018

Nissan-ი ძვირადღირებული მოდელის გამოშვებაზე ფიქრობს

12 ივლის გუდვუდის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება Italdesign-ის მიერ შემუშავებული  უნიკალური Nissan GT-R50. ამის შესახებ Driver.ge-მ ადრეც დაწერა, მაგრამ ახლა გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Italdesign-ის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით შემუშავებული ავტომობილი შესაძლოა სერიულ წარმოებაში გაეშვას. ავტომობილები ხელით იქნება აწყობილი და სულ 50 ერთეული იქნება გამოშვებული. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ რაც გუდვუდზე პოტენციური კლიენტებისგან წამოსული ინტერესი შეფასდება.

ქარხნული Nissan GT-R -უისგან ეს სუპერქარი განსხვავებული იქნება ძარითა და შემცველი მატერიალებით. ტექნიკური მახასიათებლები შეგიძლიათ ნახოთ წინა სტატიაში.

მას შემდეგ რაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება სერიულ წარმოებასთან დაკავშირებით, პოტენციურ მყიდველებს ცოტაოდენი მოთმინების გამოჩენა და დიდი თანხის მომზადება მოუწევთ. ავტომობილის აწყობას რამოდენიმე თვე და 900 000 ევრო დასჭირდება. რას იტყვით, ღირს ეს ავტომობილი ამ თანხად?

თეგები: ,


Back to Top ↑