ვიდეო
Published on: 04 April 2019
ნაპოვნია მეთოდი, თუ როგორ დაპარკინგდეს უფრო მეტი ავტომობილი ერთ ადგილზე
ჩინეთში ავტომობილების პარკინგზე დაყენების ახალ მეთოდს ტესტავენ, რომელიც როგორც ირწმუნებიან, საშუალებას მოგვცემს ადგილების რაოდენობა თითქმის 70%-ით გავზარდოთ.
ახალი საპარკინგო სისტემის მუშაობის პრინციპი შემდეგია: ავტომობილი შედის შენობაში, სადაც მას ათავსებენ სპეციალურ პლატფორმაზე. შემდეგ პლატფორმა ავტომობილთან ერთად 30% გრადისიანი დახრის კუთხით ავტომატურად იწევს საპარკინგო ზოლში. მსგავსი მეთოდით პარკინგდება ყველა ავტომობილი, რაც ადგილის საგრძნობ ეკონომიას იძლევა.