სტატიები

Published on: 17 March 2018

Mybach-მა შესაძლოა ჯიპის ტიპის ავტომობილი გამოუშვას

Maybach-მა შესაძლოა Mercedes-Benz GLS-ის ბაზაზე აწყობილი დიდი ჯიპი გამოუშვას. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამომცემლობა Autocar-ი ავრცელებს.

გერმანელების სურვილი გავიდნენ ამ სეგმენტში გასაგებია, რადგან აქ დღითიდღე მოთხოვნა იზრდება, კონკურენტებიც უფრო მეტი და მეტია. მათ შორის ბაზარზე გვყავს Bentley Bentayga, მალე გამოვა Rolls-Royce Cullinan-ი. ამიტომ Maybach-იც ცდილობს ამ ბაზრიდან თავისი წილი ნამცხვრის ნაჭრის მიღებას.

გამორიცხული არაა, რომ Maybach-ის ჯიპის კონცეპტი აპრილის თვეში პეკინის ავტოსალონში იქნას ნაჩვენები.

თეგები: ,


Back to Top ↑