სტატიები
Published on: 28 December 2017
„მწოლიარე პოლიციელის“ „ჭკვიანი“ ვარიანტი
ამერიკაში „მწოლიარე პოლიციელის“ „ჭკვიანი“ ვერსია გამოჩნდა. გზებზე დამონტაჟებული ე.წ. ბუგაროკები ჩადის და მძღოლებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება აქვთ, თუ ისინი 40კმ/ს სიჩქარით მოძრაობენ. ხოლო თუ სატრანსპორტო საშუალება ნებადართულ სიჩქარეს აჭარბებს, „მწოლიარე პოლიციელის“ კბილანები ამოწეული რჩება, მძღოლი იძულებულია, მიახლოებისას დაამუხრუჭოს და ეს მონაკვეთი მხოლოდ დაშვებული სიჩქარით გაიაროს.
Speed Bumps That Flatten for Slow Speeds
Posted by Viral in USA on Mittwoch, 9. August 2017
ახალი „მწოლიარე პოლიციელის“ მთავარი მიზანია, მძღოლებმა მუდმივად, მხოლოდ დაშვებული სიჩქარით იმოძრაონ. სამაგიეროდ, გზაზე შეუფერხებლად ივლიან.