Published on: 23 June 2019
“მუსტანგი ელემენტებზე” – ბრიტანული სტარტაპის პროექტი
ბრიტანულმა სტარტაპმა Charge Automotive-მ გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე წარმოადგინა Ford Mustang-ის სპორტქარი, რომელიც აღჭურვილია ელექტრონული ძალური აგრეგატით.
ავტომობილის გარეგნობა თითქმის სრულად იმეორებს 60-იანი წლების კლასიკური Mustang-ის ვიზუალს. რათქმაუნდა პროექტს თანამედროვე შტრიხების გარეშე არ ჩაუვლია, მაგალითად ავტომობილი როგორც წინიდან, ასევე უკანა მხრიდან აღჭურვილია შუქდიოდური ოპტიკით.
მთავარი სიურპრიზი ავტომობილის ტექნიკურ მხარეში იმალება. ჩვენს წინაშია “სუფთა” ელექტროქარი, რომლის ძალური აგრეგატის შემადგენლობაში შედის ოთხი ელექტრო ძრავა და 64 კვტ/სთ ტევადობის ბატარეების კომპლექტი. მთლიანობაში სპორტქარი 470 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ერთ დამუხტვაზე 230 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. მისი მაქსიმალური სიჩქარე 240 კმ/სთ-ს შეადგენს, ხოლო 0-100 კმ/სთ აჩქარებას 4 წამზე ნაკლებ დროში აკეთებს.