სტატიები
Published on: 02 April 2019
მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ავტოქარხანა მდებარეობს პოლონეთში
კომპანია MAN-ის ქარხანამ, რომელიც TGS და TGX სერიის სატვირთოებს უშვებს, პრესტიჟულ კონკურს “წლის ქარხანაში”გაიმარჯვა. ეს ასაწყობი მოედნის რიგით მეორე გამარჯვებაა, პირველად ქარხანამ ეს ჯილდო 3 წლის წინ მიიღო.
ჟიურიმ, რომელიც შედგებოდა ჟურნალ Produktion-ისა და საკონსულტაციო კომპანია AT Kearney-ის ექსპერტებისგან, განსაკუთრებით პროცესების მაღალი ეკონომიურობა აღნიშნა. ჟიურის აზრით MAN-ის ქარხანა ულტრათანამედროვე საწარმოა, რომელიც თანამშრომლებს საკმაოდ კარგ პირობებს სთავაზობს.