Published on: 02 February 2017
მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილი 2017 – ფინალისტები ცნობილია
კონკურს World Car of the Year -ის (WCOTY) ორგანიზატორება ნომინაციების ფინალისტების სია გამოაქვეყნეს. მთავარი პრიზისთვის შვიდი “ევროპელი” და სამი “იაპონელი” იბრძოლებს.
პრესტიჟული პრემიის ყველა მონაწილე გასული წლის შემოდგომაზე პარიზში დასახელდა. წარმოდგენილია შემდეგი ნომინაციები: “წლის მსოფლიო ავტომობილი”, “წლის მწვანე ავტომობილი”, “წლის პრემიუმ ავტომობილი”, “წლის სპორტქარი”, “წლის ქალაქის ავტომობილი” და “წლის დიზაინი”. ფინალისტების სამეულს მარტის თვეში ჟენევის მოტორ-შოუს, ხოლო გამარჯვებულებს კი ნიუ-იორკის ავტოსალონის ფარგლებში გავიგებთ. საუკეთესო ავტომობილებს 24 ქვეყნიდან წარმოდგენილი 73 ავტოჟურნალისტი გამოავლენს.
“მსოფლიო ავტომობილი – 2017”, ფინალისტები:
- Audi A5/S5 Coupe
- Audi Q2
- Audi Q5
- Fiat/Abarth 124 Spyder
- Honda Civic
- Jaguar F-Pace
- Mazda CX-9
- Skoda Kodiaq
- Toyota C-HR
- Volkswagen Tiguan
“წლის სპორტქარი”, ფინალისტები:
- Aston Martin DB11
- Audi R8 Spyder
- Honda/Acura NSX
- McLaren 570S
- Porsche Boxster Cayman
“წლეს პრემიუმ ავტომობილი”, ფინალისტები:
- Bentley Bentayga
- BMW 5 Series
- Genesis G90
- Mercedes-Benz E-Class
- Volvo S90/V90
“წლის ქალაქის ავტომობილი”, ფინალისტები:
- BMW i3
- Citroen C3
- Ford Ka+
- smart Cabriolet
- Suzuki Ignis
“წლის მწვანე ავტომობილი”, ფინალისტები:
- Chevrolet Bolt
- Honda Clarity Fuel-Cell Car
- Hyundai Ioniq
- Tesla Model X
- Toyota Prius Prime
“წლის დიზაინი”, ფინალისტები:
- Audi A5/S5 Coupe
- Jaguar F-Pace
- Mazda CX-9
- Mercedes-Benz S-Class Cabriolet
- Toyota C-HR
შეგახსენებთ, რომ გასული წლის “მსოფლიო ავტომობილი – 2016” -ად Mazda MX-5 დასახელდა.