სტატიები

Published on: 18 January 2017

მსოფლიო ავტობაზრის ლიდერები: ჩინეთი პირველზეა, აშშ მეორეზე.

2016 წლის მონაცემებით მსოფლიოს საავტომობილო ბაზარი 4,6% -ით გაიზარდა და 93 მლნ. 248 ათასი ერთეული შეადგინა.  მსუბუქი ავტომობილების ბაზრის ლიდერად ისევ ჩინეთი ითვლება. გასულ წელს იქ 27 მლნ 951 ათასი (+12,3%) ავტომობილი გაიყიდა. მეორე ადგილს ბაზარზე აშშ ინარჩუბევს, მაჩვენებლით – 17 მლნ. 539 ათასი ავტომობილი (+0,5%).

დასავლეთ ევროპის ქვეყნების საავტომობილო ბაზარი განაგრძობს ზრდას – გასულ წელს 15 მლნ 762 ათასი ავტომობილი (+6,3%), რაც ბოლო 9 წლის საუკეთესო რეზულტატია. აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე ავტომობილების რეალიზაცია დასტაბილურდა და შეადგინა 3 მლნ. 913 ათასი ერთეული (-0,1%).

ყველაზე ცუდი რეზულტატი რუსეთის ბაზარმა აჩვენა. ახალი ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებელი 11% -ით შემცირდა. სულ გაიყიდა  1 425 791 ავტომობილი.

უმსხვილეს საავტომობილო ბაზრებს შორის ასევე უნდა აღინიშნოს იაპონია (4მლნ 906 ათასი -1,9%), კანადა (1 მლნ 948 ათასი +2,7%) და სამხრეთი კორეა (1 მლნ 785 ათასი – 0,7%).

თეგები:


Back to Top ↑