Published on: 21 November 2014
მოსკოვში ხანძრის შედეგად 12 ძვირადღირებული ავტომობილი დაიწვა
გუშინ საღამოს მოსკოვის ერთ-ერთ ავტოსადგომზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც 12 პრემიუმ-კლასის ავტომობილი დაიწვა. მათ შორის იყო ისეთი ავტომობილები როგორებიცაა: Bentley, Rolls-Royce -ი, Merces -ი და Porsche. ხანძრის გავრცელების ფართობმა შეადგინა 70 კვ.მ. მაშველებმა ხანძარს გავრცელების საშუალება არ მისცეს, მაგრამ ძვირადღირებული ავტომობილების გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა.
ერთი ვერსიით ავტომობილები ეკუთვნოდა ლომბარდს, ხოლო მეორე ვერსიით კერძო პირს. ერთ-ერთი სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენლის თქმით ზარალის მოცულობა შეადგენს 3,2 მილიონ დოლარს.
შემთხვევა დააფიქსირა ერთ-ერთმა თვითმხილველმა. Driver.ge გთავაზობთ ამ ვიდეო მასალას (ყურადღება ვიდეოში ცენზურა არ არის დაცული). ნახეთ ვიდეო:
სამართალდამცავები შემთხვევასთან დაკავშირებით რამოდენიმე ვერსიაზე მუშაობენ, მათ შორის ხანძრის განზრახ გაჩენაზეც.