Published on: 21 April 2017
მონაკოში სერიული მფრინავი ავტომობილი აჩვენეს
კომპანია AeroMobil -მა მონაკოში გამართული Top Marques -ის ავტოსალონის ფარგლებში თავისი მფრინავი ავტომობილის სერიული ვარიანტი აჩვენა და წინასწარი შეკვეთების შესახებ განაცხადა. როგორც მოსალოდნელია, კლიენტები თავიანთ “აერომობილს” 2020 წლისთვის მიიღებენ. მისი ღიებულება $1,3 მლნ -დან დაიწყება. სულ 500 ასეთი ავტომობილი იქნება გამოშვებული.
AeroMobil -ში ირწმუნებიან, რომ ავტომობილს ფრენის რეჟიმში გადასვლა 3 წუთში შეუძლია. გზაზე მისი მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ -ს შეადგენს, ხოლო ჰაერში 360 კმ/სთ. ავტომობილი ჩვეულებრივ ბენზინზე იმუშავებს და სავსე ავზით გზაზე შეეძლება 700 კმ -ის დაფარვა, ჰაერში 0 750 კმ. ჯერ-ჯერობით ავტომობილს ევროპის ბაზარზე აქვს მოპოვებული სერთიფიკატი, მომავალში კომპანია შტატებსა და ჩინეთსაც უმიზნებს.