Published on: 21 April 2019
“მომავლის” ავტომობილები ჩინეთიდან
უჩვეულო ავტომობილების რაოდენობით შანხაის ავტოშოუმ სხვა გამოფენებს გაუსწრო. მოდი ვნახოთ თუ როგორი მიმართულებით ხედავენ ჩინელები ავტო ინდუსტრიის განვითარებას.
ასე ხედავენ ახალგაზრდა ჩინურ კომპანია Nio-ში საავტომობილო ინდუსტრიის მომავალს. მათი დიზაინერის აზრით მომავალში ავტომობილს საჭე და პედლები არ დასჭირდება.
Dongfeng-ში კი ვარაუდობენ, რომ მომავალში ძირითადი გადაადგილების საშუალება ქარშერინგი იქნება. ავტომობილის გამოძახება მგზავრს სმარტფონის საშუალებით შეეძლება.
ანალოგიური ფიქრები აქვთ Toyota-ს ინჟინრებსაც. თუმცა იაპონელები უფრო შორს წავიდნენ – ისი ერთდროულად რამოდენიმე პლატფორმის შექმნა ფიქრობენ. Toyota e-Palette – ეს დიდი ხომალდია, რომელსაც შეუძლია იყოს ოფისი ბორბლებზე, სატვირთო და მოძრავ პიცერიაც კი.