სტატიები

Published on: 26 June 2018

Mitsubishi Pajero კიდევ იცოცხლებს

პირველ ივლისს ჩინეთში Mitsubishi Pajero IV -ის დებიუტი შედგება. განახლებული მოდელის ფოტო ადგილობრივი მედიის საშუალებით გავრცელდა. მისით თუ ვიმსჯელებთ ავტომობილმა მიიღო რადიატორის ახალი ჩარჩო. “მოოქროვებული” ემბლემა ავტომობილის ჩინურ ვერსიას განახლებამდეც ჰქონდა. უცნობია შეიცვალა თუ არა ძალური აგრეგატი.

სალონში სავარაუდოდ განახლებები არ იქნება. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Mitsubishi-მ Pajero-ს ჩინურ ვერსიას მიკრო განახლება ჩაუტარა, რის შემდეგაც მოდელმა ახალი მულტიმედიური სისტემა მიიღო. ჩინური ვერსია ხელიმისაწვდომია მხოლოდ შვიდ ადგილიანი სალონით.

 

თეგები: ,


Back to Top ↑