ვიდეო

Published on: 28 January 2018

მიტოვებულ ავტოფარეხში მილიონობით დოლარის სპორტქარები იპოვნეს

გადაცემა The Barn Find Hunter -ის წამყვანებმა 1960 -იანი წლების ორი კლასიკური სპორტქარი იპოვნეს. ავტოფარეხში დაახლოებით 30 წლის განმავლობაში Ferrari 275 GTB და Shelby Cobra 427 ხელშეუხებლად იდგა. ავტომობილების აღმოჩენის მიზეზი გახდა ის, რომ გაცემული იქნა ავტოფარეხის დემონტაჟის ნებართვა.


ორი წლის წინ Ferrari 275 GTB აუქციონზე 1 732 500  დოალრად გაიყიდა. მეორე ავტომობილი Shelby Cobra აღჭურვილია Ford -ის 7,0 ლიტრი მოცულობის V8 ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 431 ცხ.ძ. -ს. 0-100 კმ/სთ სიჩქარეს ავტომობილი 4,2 წმ -ში ანვითარებს. მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 262 კმ/სთ -ს, ხოლო Competition ვერსიის შემთხვევაში კი298 კმ/სთ -ს. ავტომობილის სავარაუდო ფასი 2 მილიონ დოლარს შეადგენს.

იმავე ავტოფარეხში ასევე იპოვნეს:BMW 325ix (1980-იანი წლების), 1976 წლის Triumph TR-6  და 1978 წლის Morgan Plus 8 1978 .

თეგები: ,


Back to Top ↑