სტატიები

Published on: 20 October 2015

Mistubishi Lancer Evolution -ს გაგრძელება აღარ ექნება

კომპანია Mitsubishi -ში კონკრეტულად განაცხადეს, რომ Lancer Evolution -ის საკულტო სედანებს გაგრძელება აღარ ექნებათ. Mitsubishi Motors -ის გენერალურამ დირექტორმა ოსამუ მასუკომ პირდაპირ განაცხადა, რომ კომპანია ამიერიდან აქცენტს კროსოვერების მაღალშემოსავლიან სეგმენტზე გააკეთებს, ხოლო სრულამძრავიანი სედანი ინტერესს აღარ წარმოადგენს. ავტომობილის გაყიდვები ყოველთვის პატარა იყო, ამის გარდა Mitsubishi -მ ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებისკენ აიღო კურსი, რომელთა რიცხვს Mitsubishi Lancer Evolution -ი არ მიეკუთვნება.

ამასთარ ერთად ოსამუ მასუკომ განაცხადა, რომ Evolution -ის “დამუხტული” ვერსია სამოდელო რიგში დარჩება, ოღონც კროსოვერის სახით. სავარაუდოდ, მეორე თაობის კროსოვერ Mitsubishi ASX -ს გამოუჩნდება Evolutionis ჰიბრიდული “დამუხტული”  მოდიფიკაცია, რომელიც მართალია ისეთი სწრაფი არ იქნება როგორც Mitsubishi Lancer Evolutioni, მაგრამ სამაგიეროდ გაცილებით მისაღები იქნება ეკოლოგიურობის მხრივ.

2669d038d2c61b3ef81ca98fb895babb_orig

თეგები: , , , ,


Back to Top ↑