სტატიები

Published on: 23 October 2015

Mini -მ ახალი თაობის კაბრიოლეტი გამოიყვანა

Mini -მ სამუშაო კვირის ბოლოს გამართა ახალი თაობის კაბრიოლეტის ვირტუალური პრემიერა – კომპანიაში არ დაელოდნენ ავტომობილის საჯარო ჩვენებას, რომელიც გაიმართება თვის ბოლოს ტოკიოს ავტოსალონში და დეტალების მის შესახებ სრულიად გაამჟღავნეს.

ავტომობილი აწყობილია UKL პლატფორმაზე, წინამორბედთან შედარებით მან სიგრძესა და სიგანეში შესაბამისად 98-44 მმ -ებით მოიმატა. ამას დაემატა 38 მმ დამატებითი თავისუფალი სივრცე მგზავრების ფეხებისთვის და პლიუს 25% საბარგულის მოცულობა. სახურავის გადაფარებაზე დაახლოებით 18 წამი მიდის და ამის გაკეთება 30 კმ/სთ სიჩქარეზეც არის შესაძლებელი.

 

Mini -ს ამ ვერსიამ მიიღო პერსონალიზაციის პროგრამის გაფართოება და ძარას ორი განსაკუთრებული ფერი (Melting Silver და Carribean Aqua). ეს ყველაფერი მოძრაობაში მოყავს 1,5 ლიტრი მოცულობის დიზელის ან ბენზინის ძრავას, რომელბიც გამოიმუშავებენ 116 და 136 ცხ.ძ. -ებს. S ვერსიის შემთხვევაში კი 192 ცხენის ძალის მქონე ოთხ ცილინდრიან ტურბო ძრავას. ხელმისაწვდომი იქნება უფრო მძლავრი ვარიანტი – JCW -ც 231 ცხენის ძალით, ასევე კიდევ ერთი დიზელის ძრავა 170 ცხენის ძალით. გადაცემათა კოლოფი – 6 საფეხურიანი მექანიკა ან ავტომატიკა.

 

 

შიდა ბაზარზე ავტომობილი 18 ათასი ფუნტი ეღირება, ანუ დაახლოებით 25 500 ევრო.

 

თეგები: , , , ,


Back to Top ↑