Published on: 10 December 2014
Mini Cooper JCW ვადაზე ადრე გამომჟღავნდა
ახალი თაობის Mini -ს ხაზი შეივსო ტრადიციული ვერსიით John Cooper Works -ით (JCW) , რომლის პრემიერაც დეტროიტის ავტოსალონში გაიმართებაა და სამოდელო რიგებს 2015 წლიდან შეუერთდება.
უნდა ითქვას, რომ მოდელის ვირტუალური პრემიერა მოხდა საკმაოდ უჩვეულოდ, პირველად ავტომობილთან დაკავშირებული დეტალები და ფოტოები გამოჩნდა ავსტრალიურ ინტერნეტ სივრცეში. ახალი Mini -ს განსაკუთრებულობა მის ახალ ძრავაშია. 2,0 ლიტრი მოცულობის 4 ცილინდრიანი ტურბო ძრავა ანვითარებს 230 ცხენის ძალასა და 320 ნმ ბრუნვის მომენტს, რაც 6 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილ ავტომობილს 100 კმ/სთ სიჩქარეს 6,3 წამში ანვითარებინებს.
რაც შეეხება საწვავის მოხმარებას, ავტომობილი 100 კმ-ზე საშუალოდ 5,7 ლიტრ საწვავს მოიხმარს.