სტატიები

Published on: 17 January 2017

მფრინავი ტაქსი თქვენ გამოიძახეთ?

იმის მიუხედავად, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მასობრივი პერსონალური საფრენი აპარატების შემოყვანის იდეა უტოპიად ითვლება კაცობრიობას ეს აზრი მაინც არ ტოვებს. დიდიხანია უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ათასობით და მილიონობით პერსონალური საფრენი აპარატების კონტროლირება სახელმწიფოს არ შეუძლია. საზღვრები, აკრძალული  ზონები, საბაჟოები და მრავალი სხვა ფაქტორებია რასაც ჩიხში შევყავართ.

ყველაფრის მიუხედავად კომპანია Airbus -ი იმედს არ კარგავს. უკვე მიმდინარე წელს უპილოტო პროტოტიპების – მფრინავი ტაქსების ტესტები ჩატარებასაც კი აპირებს. პროექტზე მუშაობს Urban Air Mobility.  ეს კომპანიის  კომპაქტური სატრანსპროტრო საშუალების შემუშავებისთვის სპეციალურად შექმნილი ქვედანაყოფია. შემუშავებული დრონი იქნება უპილოტო, რომელსაც მარშრუტის დამოუკიდებლად არჩევა და დაბრკოლებებთან შეჯახებისგან თავის არიდება შეეძლება. ჯერ-ჯერობით საუბარია მხოლოდ ერთი მგზავრის გადაყვანაზე, ხოლო პერსპექტივაში კი ამის გაზრდა იგეგმება.

თეგები: , ,


Back to Top ↑