სტატიები

Published on: 25 April 2018

„მერსედესმა“ Maybach Ultimate Luxury-ის კონცეფცია წარადგინა

„მერსედესმა“, Maybach-ის ულტრათანამედროვე, ელექტრომობილის კონცეფცია „Auto China 2018“-ზე წარადგინა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, სპორტული Mercedes-Maybach Ultimate Luxury ოთხ მოტორიანი სედანია, რომელიც, სრულად დატენილი, 200 მილს გადის.

Mercedes-Maybach Ultimate Luxury-ში ჩაის დალევაც უპრობლემოდ შეიძლება. ჯერ ერთი, რომ ინტერიერში საამისოდ სპეციალური სივრცეა გათვალისწინებული და მეორეც, როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ავტომობილი ტექნიკურად ისეა აღჭურვილი, რომ სალონში არანაირი ბარიერის გადალახვა არ იგრძნობა.

 

 


Back to Top ↑