სტატიები
Published on: 27 September 2018
მერლინ მონროს საქორწინო კაბრიოლეტი აუქციონზე გაიყიდება
აუქციონზე გასაყიდად გამოტანილია ორკარიანი Ford Thunderbird-ი, რომლითაც მერლინ მონრო მესამედ გათხოვდა. მის მფლობელობაში ავტომობილი შვიდი წლის განმავლობაში იყო, 1955-დან 1962 წლამდე.
Ford Thunderbird-ი ომისშემდგომი ამერიკის ლეგენდალურ ავტომობილად ითვლება. თავის დროისთვის ის საკმაოდ მძლავრი ავტომობილი იყო. ავტომობილი აღჭურვილი იყო 225 ცხ.ძ.-ის მქონე ძრავითა და 181 კმ/სთ მაქსიმალურ სიჩქარეს ანვითარებდა.
მერლინ მონროს Ford Thunderbird-ის გასაყიდი აუქციონი 16 და 17 ნოემბერს ლოს-ანჯელესში გაიმართება. ორგანიზატორები ავტომობილის გაყიდვიდან $300 000-დან $500 000-მდე მოგების მიღებას ფიქრობენ.