Published on: 12 March 2017
Mercedes -ის ყველაზე ძვირადღირებული სერიული ავტომობილი: საწყისი ფასი 2,2 მლნ ევროზე მეტი
TopGear -ის მონაცემებით, ჰიპერქარის ღირებულება, რომელიც ატარებს სახელწოდება Mercedes-AMG Project One -ს, 2,275 მლნ ევროდან დაიწყება.
ავტომობილის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არც ისე ბევრია. ცნობილია ის, რომ მხოლოდ 275 ასეთი Project One – იქნება აწყობილი. პირველი კი უკვე 2019 წლისთვის აიწყობა. გერმანელებმა ასევე განაცხადეს, რომ Mercedes-AMG Project One მაქსიმალურად იქნება გამოყენებული F1 -ის ტექნოლოგია. AMG -ის ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ტაბიას მოერესის თქმით ეს იქნება ფორმულის ბოლიდი, რომლითაც საერთო მოხმარების გზებზე გადაადგილება იქნება შესაძლებელი.
ავტომობილი აღიჭურვება 1,6 ლიტრი მოცულობის V6 ძრავით, რომელსაც შეეძლება 11 ათასი ბრ/წთ -ში განავითაროს. ასევე ადგილი ექნება ელექტრონუ ძრავებსაც და “აღიჭურვება პლანეტაზე ყველაზე ძვირადღირებული ბატარეით”.
მოსალოდნელია, რომ Project One -ს საერთო სიმძლავრე დაახლოებით 1000 ცხ.ძ. იქნება ” მე არ ვამბობ, რომ ეს იქნება ყველაზე მძლავრი ავტომობილი პლანეტაზე, მი არ მივისწრაფვი მაქსიმალური სიჩქარისაკენ” – განმარტა მოერესმა.