Published on: 05 November 2014
Mercedes -მა წარმოადგინა კონცეპტი G-Code
Mercedes-Benz -მა წარმოადგინა კონცეპტი G-Code, რომლის მსოფლიო პრემიერაც ლოს-ანჯელესში ამ თვის შუა რიცხვებში გაიმართება. ახალ კონცეპტზე მუშაობდნენ კომპანიის გერმანული და ჩინური ქვედანაყოფები. აქედან არის წამოსული არატიპიური დიზაინი და წყალბადზე მომუშავე პერსპექტიული ძრავა. პროგნოზირებენ, რომ G-Code დარჩება “შოუ-ქარად”, ანუ სერიული მომავალი ახალ მოდელს არ აქვს.
ახალი Mercedes-Ben G-Code -ს გაბარიტული სიგრძე არის 4 100მმ, სიგანე – 1 900 მმ, ხოლო სიმაღლე – 1 500მმ. როგორც ავღნიშნეთ, ახალი მოდელის დიზაინი წარმოადგენს ორი სტუდიის გერმანულისა და ჩინურის ხედვების სიმბიოზს. ბამპერი,რადიატორის ჩარჩო, უკანა ნათურის ხაზი – ეს ყველაფერი არის წინა კონცეპტების მემკვიდრეობები, კერძოდ სერიული მოდელის GLA -ს წინაპრის Mercedes-Benz Concept Coupe SUV -ის.
საინტერესოა ისიც, რომ კონცეპტმა G-Code -მ მიიღო უნიკალური საღებავი, რომელიც მზის ბატარეის როლს ასრულებს. ამასთან ერთად არამარტო მზისგან, არამედ ქარისგანაც შეუძლია ენერგიის მოგროვება.
იმის გარდა, რომ სალონის დიზაინი ლაკონურია, აღსანიშნავია სავარძლის ზურგზე ჩამონტაჯებული სენსორები, რომლებიც საშუალებას აძლევენ სავარძელს ავტომატურად დააყენოსს ადამიანის ფიგურის “ანატომიის” პარამეტრები, ჩართოს მასაჟი, გათბობა ან ვინტილაცია.
რაც შეეხება მოდელის ძალურ აგრეგატს სათქმელი აქ ბევრი არაფერია. ცნობილია რომ, კონცეპტი აღჭურვილია “წყალბადზე მომუშავე ყველაზე თანამედროვე შიდა წვის ტურბინირებული ძრავით”. უკანა ღერძი მოძრაობაში მოჰყავს ელექტროძრავას. ტრანსმისია – ავტომატიკა.