Published on: 02 July 2015
Mercedes -მა A 45 AMG უფრო ძლიერი გახადა
Mercedes-Benz -მა A-Class -ის განახლებული ოჯახის ვირტუალური პრემიერა გამართა. ყველა მოდელმა მიიღო კოსმეტიკური განახლებები და დამატებითი პარამეტრების სია, ხოლო A 45 AMG საგრძნობლად ძლიერი გახდა და ყველაზე მძლავრი ჰოთ-ჰეჩბეკის სახელი დაიბრუნა.
ავტომობილი აღიჭურვა ოთხ ცილინდრიანი ტურბინირებული ძრავით, რომელიც 360 ცხენის ძალის მაგივრად ახლა უკვე 381 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ამასთან ბრუნვითი მომენტი შეადგენს 475 ნმ -ს. 0-100 კმ/სთ სიჩქარეს ავტომობილი ანვითარებს სულ რაღაც 4,2 წმ -ში. (წინა ვარიანტთან შედარებით 0.4 წმ -ით სწრაფად).
ასევე A 45 AMG -ემ მიიღო AMG DYNAMIC PLUS პარამეტრული ნაკრები, სადაც შევიდა წინა სავალი ნაწილისთვის განკუთვნილი ბლოკირებადი მექანიკური დიფერენციალი, ოთხი რეჟიმის მქონე გაუმჯობესებული ელექტრონიკა და სხვა.
სხვა A-Class -ის მოდელებიც არ დარჩნენ ტექნიკური განახლებების გარეშე. საუბარი მიდის უფრო მძლავრ 2,1 ლიტრი მოცულობის დიზელის ძრავაზე, რომელიც მოდიფიკაციის შესაბამისად გამოიმუშავებს 177 და 218 ცხენის ძალებს. ასევე საბაზისო მოდელი მიიღებს განახლებულ 1,6 ძრავას (102 ცხ.ძ. 90 -ის ნაცვლად).
კოსმეტიკური განახლებების სანახავად გთავაზობთ ფოტო გალერეას. რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ პარამეტრების ნაკრებს აქ უნდა აღინიშნოს შუქდიოდური ოპტიკა და გაუმჯობესებული მულტიმედიური სისტემა, რომელსაც აქვს CarPlay -სა და Android Auto -ს მხარდაჭერა. ავტომობილების გაყიდვები შემდეგი თვიდან დაიწყება.