სტატიები

Published on: 13 October 2017

Mercedes-Benz -ი “სუპერ-გელენდვაგენის” გამოშვებას წყვეტს

Mercedes-Benz G500 4×4² -ის საჯარო პრემიერა 2015 წელს ჟენევის ავტოსალონში გაიმართა. ავტომობილი აღჭურვილია ოთხი ლიტრი მოცულობის V8 ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 421 ცხ.ძ. სიმძლავრესა და 610 ნმ. ბრუნვით მომენტს. რაც საშუალებას აძლევს სამ ტონიან მონსტრს 0-100 კმ/სთ აჩქარება 7 წამშ განავითაროს. ამიერიდან კი Mercedes -ი ამ მოდელის გამოშვებას წყვეტს, ხოლო პარალერულად ახალი G-კლასის გამოშვებას იწყებს.

აქვე ავღნიშნავთ, რომ G500 4×4² საფუძვლად უდევს Mercedes-Maybach G 650 Landaulet -ს, რომლის პრემიერაც ამ წლის მარტის თვეში ჟენევის ავტოსალონში შედგა. ავტომობილის სულ 99 ეგზემპლარი გამოვიდა და ყველა იქნა გაყიდული. მისი ღირებულება 630 000 ევროს შეადგენდა.

თეგები: , ,


Back to Top ↑