Published on: 24 February 2019
Mercedes-Benz S65 Final Edition-“მერსედესი” კიდევ ერთი მოდელის გამოშვებას წყვეტს
Mercedes-Benz-ის ჟენევის ავტოსალონში ჩასატარებელი პრემიერების პრეს რელიზში შევამჩნიეთ ფრაზა, რომელიც ალბათ ბევრს ხასიათს გაუფუჭებს: ” ასევე S65 Final Edition, რომელიც S-კლასის 6,0 ლიტრი მოცულობის V12 ბიტურბო სედანის წარმატებულ ისტორიას დაასრულებს”. დიახ, ეს იქნება S65-ის ბოლო სედანი. მათ წარმოებას შეწყვეტენ ისევე როგორც SLC Final Edition-ის, ადრე ცნობილი როგორც SLK.
მართალია ეს სამწუხარო სიახლეა დიდი ძრავების მქონე ავტომობილების მოყვარულთათვის, მაგრამ პრინციპში ეს არც თუ ისეთი სიახლეა, რადგან Mercedes-AMG -ის ხელმძღვანელმა გასულ წელს ორჯერ გაგვაფრთხილა იმის შესახებ, რომ AMG-ის ეს ძრავა ნელ-ნელა პენსიაზე გავიდოდა. იმის გათვალისწინებით, რომ G65 G-კლასს ახალი თაობა არ ეყლება, ხოლო SL65 ევროპელი და ამერიკელი დილერების კონფიგურატორებიდან გაქრა.