სტატიები

Published on: 04 December 2014

Mercedes-Benz S-Class -ი დასახელდა ქალისთვის საუკეთესო ავტომობილად

092a3bc5344a2dd183033dce42

კონკურს “წლის ქალის ავტომობილი” -ის ორგანიზატორებმა შეაჯამეს გამოკითხვების შედეგები, რის შედეგადაც აბსოლიტური გამარჯვებული გახდა ახალი თაობის Mercedes-Benz S-Class -ი, რომელმაც ასევე პირველი ადგილი დაიკავა კატეგორიაში “საუკეთესო მდიდრული ავტომობილი”.

მეორე ადგილზე გავიდა Audi A8, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა Tesla Model S -მა. ჟიური შედგებოდა 15 ქვეყნის ავტოჟურნალისტი 23 ქალისგან. ყოველი მათგანი წარმოდგენილ კანდიდატებს აფასებდა 10 კრიტერიუმით, რომელთა შორის იყვნენ არა მარტო ტრადიციული ფასი-ხარისხი და კომფორტი, არამედ ასევე ეგრედწოდებული “ვაუ-ეფექტი”.

ზემოთ ხსენებულის გარდა იყო აგრეთვე სხვა კატეგორიებიც, ესენია: “საუკეთესო ოჯახური ავტომობილი”,”საუკეთესო სპორტული ავტომობილი”,”საუკეთესო კროსოვერი”, “საუკეთესო ეკონომიური ავტომობილი” და “ეკომობილი”. პირველში გაიმარჯვა s3 -მა. საუკეთესო კროსოვერი გახდა RR Sport. პრიზი ეკონომიურობაზე მიიღო Honda Jazz/Fit -მა, ხოლო “მწვანე” ავტომობილად აირჩიეს Tesla.

თეგები: , , , , , , ,


Back to Top ↑