სტატიები

Published on: 15 October 2015

Mercedes-Benz S 63 AMG Coupe -ის კიდევ ერთი “მანსორული” ვერსია

Mansory -მ კიდევ ერთი Mercedes-Benz S 63 AMG Coupe -ის ტიუნინგ ვერსია დააანონსა. ამჯერად ტიუნერები შემოისაზღვრნენ მხოლოდ გარეგნული განახლებებით. ტექნიკურ მხარესთან კი Mansory -ში უკვე დიდიხანია ყველაფერი მოაგვარეს – ატელიეში ავტომობილს გვთავაზობენ 720, 820, 900 და ფრანკფურტში ახლად წარმოდგენილი 1000 ცხენის ძალიანი ვერსიებით.

ახალ ვერსიაში Mansory გვთავაზობს ავტომობილს თეთრი შეფერილობით, კარბონის ბამპერებითა და 22 დიუმიანი დისკებით, რომლებიც შემოსილია  Vredestein -ის საბურავებით. ასევე ავტომობილი აღიჭურვა უჩვეულო ზომის უკანა ფრთით.

სამწუხაროდ სალონის ფოტოები ჯერ არ გვაქვს. ატელიეში ამბობენ, რომ პედლები მოპირკეთებული იქნება მეტალის ელემენტებით, ხოლო სავარძლები კარბონის კარკასისგან აიწყობა. იმაზე აღარაფერს ვიტყვით, რომ სალონი ხელმისაწვდომი იქნება ტყავის დიდი არჩევანით.

882b3f29f85a67e596549d8cf3

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑