სტატიები

Published on: 26 July 2019

Mercedes-Benz-მა Tesla Model S-ის კონკურენტის საგზაო ტესტირება დაიწყო

Mercedes-Benz-მა საერთო მოხმარების გზებზე ელექტრონული ავტომობილის EQS-ის ტესტები დაიწყო, ავტომობილი კონკურენციას გაუწევს Tesla Models S-სა და Porsche Taycan-ს.

ავტომობილი პაპარაცების იბიექტივში მოხვდა. ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ EQS-ი სედან CLS-ს მოგვაგონებს, ხოლო ფარებითა და რადიატორით – ელექტრონულ კროსოვერ EQC-ს. ამასთან მომავალ მოდელს, ისევე როგორც Model S-სა და Taycan-ს, უჩარჩო ფანჯრები და მოძრავი სახელურები აქვს.

რაც შეეხება ტექნიკურ მონაცემებს, EQS-ს ააწყობენ MEA-ს (Modular Electric Architecture) პლატფორმაზე. ავტომობილი მიიღებს ალუმინის ძარას, 90 კვტ/სთ მოცულობის აკუმლატორი. მოსალოდნელია, რომ ელექტრომობილი 408 ცხ.ძ.-ის მქონე კროსოვერ EQC-ზე მძლავრი იქნება. ერთ დამუხტვაზე ავტომობილი 400-500 კმ-ს გაივლის.

 


Back to Top ↑