Published on: 23 April 2018
Mercedes-Benz A-Class-ის ვიზუალი დებიუტამდე გასაჯაროვდა
ახალი მოდელის ფოტო გამომცემლობა CarNewsChina -ს ხელში აღმოჩნდა. მასზე დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სედანის წინა მხარე პრაქტიკულად სრულიად იმეორებს ახალი თაობის A-Class-ის ჰეჩბეკის წინა მხარეს.
ახალი ძარის მქონე A-Class-ი აწყობილი იქნება MFA2-ის პლატფორმის ბაზაზე, რომელიც შეიცავს ალუმინსა და გამძლე ლითონს, რის საშუალებითაც იზრდება ძარის მდგრადობა. ასევე ის ითვალისწინებს ძალური აგრეგატების ფართო გამით აღჭურვას. ამ პლატფორმის ბაზაზე მარკის სხვა ახალი მოდელებიც იწყობა – CLA, GLA, GLB, B-Class.
ძალური აგრეგატების გამაზე ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდენა, მაგრამ მსგავსი პლატფორმის მქონე ჰეჩბეკი აწყობილია ბენზინის 1,3 ტურბინირებულ ძრავაზე, რომელიც გამოიმუშავებს 163 ცხენის ძალას. ეს ძრავა შემუშავებული იქნა Renault-თან თანამშრომლობის შედეგად და გააჩნია ცილინდრების დეაქტივაციის სისტემა. მისი საწვავის მოხმარება 100 კილომეტრზე შეადგენს 5,1 ლიტრას.