Published on: 22 February 2017
Mercedes-AMG კიდევ სამ ლიმიტირებულ სერიას გამოუშვებს
Mercedes-AMG -მ ერთდროულად რამოდენიმე “დამუხტული” C-კლასიის სერიის გამოშვება დაანონსა. ესენია: GT C Roadster Edition 50, კაბრიოლეტები C 63 და C 63 S Ocean Blue Edition -ები, ასევე C 43 4MATIC Night Edition -ის კუპე და კაბრიოლეტ ვერსიები. ავტომობილების გამოშვება დაკავშირებულია Mecedes-AMG -ის 50 წლის იუბილესთან.
სტანდარტული ვერსიებისგან Mercedes-AMG GT C Roadster Edition 50 განსხვავდება ადვილად დნობადი დისკებით, გამოსაბოლქვი მილითა, ძარის ორი უნიკალური ფერით: «designo graphite grey magno» და «designo cashmere white magno». ასევე შეცვლილია ავტომობილის ექსტერიერი და ინტერიერი.
GT C Roadster Edition 50 აღჭურვილია 557 ცხ.ძ. -ისა და 680 ნმ. ბრუნვითი მომენტის მქონე აგრეგატით, რომელიც მოქმედებაში მოდის 7G-Tronic AMG SpeedShift DCT -ის ავტომატური გადაცემათა კოლოფით. გაყიდვები 2017 წლის ივლისში დაიწყება და სულ ასეთი 500 ეგზემპლარი გაიყიდება.
ზაფხულში გაყიდვებში 150 -იანი ტირაჟით ასევე გამოვა Mercedes-AMG C 63 -სა და C 63 S -ის ლიმიტირებული სერია Ocean Blue Edition -ი . კომპანია იტყობინება, რომ ეს მოდელები განკუთვნილია ახალგაზრდებისათვის. GT C Roadster Edition 50 -ის მსგავსად აღნიშნულმა მოდელებმაც მიიღეს განახლებები ინტერიერსა და ექსტერიერში.
კაბრიოლეტის ორივერ ვერსია ხელმისაწვდომია 4,0 ლიტრი მოცულობის V8 ბიტურბო ძრავებით. С 63 -ის ძრავის სიმძლავრე შეადგენს 476 ცხ.ძ. -ს, ხოლო С 63 S -ის ძრავა გაძლიერებულია 510 “ცხენამდე”.
Mercedes-AMG -ის ინჟინრებმა უყურადღებოდ არც C 43 4MATIC -ის კუპე და კაბრიოლეტი დატოვეს. გამოუშვებენ ლიმიტირებული სერიით, რომლებიც მიიღებენ სახელწოდება Night Edition-ს. ავტომობილს მოძრაობაში მოიყვანს 367 ცხ.ძ. -ისა და 520 ნმ. ბრუნვითი მომენტის მქონე 3,0 ლიტრი მოცულობის V6 ძრავა. ამ ავტომობილის ყიდვა შესაძლებელი იქნება 2017 წლის ივნისის თვეში.
სპეც სერიის არცერთი ავტომობილის ოფიციალური ფასები არ სახელდება.