Published on: 21 February 2017
Mercedes-AMG ჟენევის ავტოსალონში სრულიად ახალ სედანს გამოიყვანს
კონცეპტუალური სუპერსედანი GT4 სერიული მოდელის წინამორბედი იქნება, რომელიზ ბაზარზე კონკურენციას Porsche Panamera Turbo -ს გაუწევს. მისი გამოსვლა 2019 წლისთვის არის დაგეგმილი და ჩაანაცვლებს CLS Shooting Brake -ს.
Mercedes-AMG -სთვის ახალი GT4 რიგით მესამე სერიული მოდელი იქნება SLS -ისა და GT -ის შემდეგ,რომელიც ცალკე შეიქმნა. ეს ავტომობილი AMG -ის მფლობელის ტობიას მოერას ჩანაფიქრია. GT4 კონკურენციას გაუწევს ისეთ მოდელებს, როგორებიცაა Porsche Panamera, BMW 6-series GranCoupe და Audi A7/RS7 .
ავტომობილს Mercedes-Benz MRA -ის პლატფორმაზე ააწყობენ, რომელიც გამოიყენება სტანდარტული C, E და S – კლასების ასაწობად, ასევე მათი AMG ვერსიებისთვისაც. პლატფორმა სპეციალურად GT4 -სთვის გაუმჯობესდება.
ავტომობილი აღიჭურვება 6 ცილინდრიანი V ტიპის ბიტურბო ძრავით, რომლის მოცულობაც შეადგენს 4,0 ლიტრსა და გამოიმუშავებს 600 ცხენის ძალას.