Published on: 13 March 2017
McLaren -ი მარკის ისტორიაში 106 ყველაზე სწრაფ ავტომობილს გამოუშვებს
McLaren -ის გენერალურმა დირექტორმა მაიკ ფლუციტმა განაცხადა, რომ ახალი მოდელი, რომელიც მიიღებს კოდურ სახელწოდება BP23 -ს, იქნება ყველაზე სწრაფი და მძლავრი ავტომობილი რომელიც ოდესმე შექმნილა მწარმოებლის მიერ. ტექნიკური დეტალები მას არ გაუმხელია.
სავარაუდოდ, როგორც გამოითქვა ვარაუდი, ახალ მოდელზე სხვა დეტალები ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2019 წლის ბოლოსთვის. სულ 106 ასეთი ავტომობილი იქნება გამოშვებული. არაოფიციალური ინფორმაციით BP23 აღიჭურვება 4 ლიტრი მოცულობის გაუმჯობესებული აგრეგატით.
მსგავსი ძრავით აღჭურვილია სუპერქარი 720s, რომლის პრემიერაც ჟენევის ავტოსალონში შედგა. ავტომობილის სიმძლავრე შეადგენს 720 ცხ.ძ. -ს. 0-100 კმ/სთ აჩქარებას კი ავტომობილი 2,9 წმ -ში აკეთებს.