სტატიები

Published on: 13 November 2019

McLaren-მა 815 ცხენის ძალის მქონე სუპერქარი წარმოადგინა

McLaren-ის ახალი სპიდსტერი Elva, როგორც ბრენდის სხვა ავტომობილები, გამდიდრებულია კარბონის ელემენტებით. მათი დიდი რაოდენობის მიზეზი ისაა, რომ კომპანიაში მაქსიმალურად სურდათ შეემცირებინათ ავტომობილის მასა. კომპანიაში თავს იკავებენ ციფრების გასაჯაროვებისგან, მაგრამ ამავდროულად ასცხადებენ, რომ საქმე გვაქვს მსოფლიო რეკორდთან.

ავტომობილი აღჭურვილია 4,0 ლიტრი მოცულობის V8 ტურბო ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 815 ცხენის ძალას და მუშაობს შვიდსაფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან შეთავსებით. 0-100 კმ/სთ აჩქარებას Elva სამ წამზე ნაკლებ დროს ანდრომებს. სპიდსტერი McLaren-ში აღჭურვეს მსოფლიოში პირველი საჰაერო ნაკადის აქტიური კონტროლის სისტემით(Active Air Management System, AAMS).

თეგები: ,


Back to Top ↑