Published on: 12 October 2014
წარმოდგენილია Mazda2 -ის “ევროპული” ვერსიის მახასიათებლები
Mazda -ს ევროპულმა ქვედანაყოფმა გაგვახარა Mazda 2 ის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებით. ავტომობილის რეალიზაცია დაგეგმილია მომავალ წელს.
ბაზური ვერსია 1.5 SKYACTIV-G წარმოდგენილია 75 ცხენის ძალითა და 135 ნმ ბრუნვის მომენტით. 5 სიჩქარიანი მექანიკით იაპონელები გვპირდებიან 100კმ -ზე 4,7 ლიტრის დაწვას.
შემდეგ მოდის 1.5 SKYACTIV-G 90 ცხენის ძალითა და 148 ნმ ბრუნვის მომენტით. ამ შემთხვევაში ძრავა შეგვიძლია დავაკავშიროთ, როგორც 5 საფეხურიან მექანიკას ასევე 6 საფეხურიან ავტომატიკას. შესაბამისად საწვავის დანახარჯი არის 4,5 და 4,8 ლიტრი 100კმ-ზე.
1.5 SKYACTIV-G -ი i-ELOOP -ის დახმარებით შეძლებს 115 ცხენის ძალის განვითარებას.მას აკონფიგურირებენ 6 საფეხურიანი მექანიკით, რომლითაც დანახარჯი საწვავის 100კმ -ზე არის 4,9 ლიტრი. CO2 -ის გამონაბოლქვი კი შეადგენს 115გრ/კმ -ზე.
ბოლოს მოდის 1.5 SKYACTIV-D, რომელიც გამოიმუშავებს 105 ცხენის ძალასა და 220 ნმ ბრუნვის მომენტს. ამ ვერსიამ ისევე, როგორც წინამ მიიღო 6 საფეხურიანი მექანიკა, სამაგიეროდ ნაკლებს წვავს და 100კმ-ზე დანახარჯი შეადგენს 3,4 ლიტრს.