სტატიები
Published on: 08 December 2015
Mazda MX-5 იაპონიაში წლის ავტომობილად იქცა
იაპონიაში ჩატარდა კონკურსი “წლის ავტომობილი”, სადაც 2015 წლის საუკეთესო ავტომობილად აღიარეს ახალი თაობის Mazda MX-5 .
ჟიურის, რომელიც შედგებოდა 60 წევრისგან, უნდა აერჩია საუკეთესო 45 მოდელიდან. აქედან 24 იაპონური წარმოების იყო, 18 ევროპული, ხოლო 3 ამერიკული. ფინალამდე ასევე მიაღწიეს ისეთმა ავტომობილებმა, როგორებიცაა:BMW 2-Series Active Tourer, Jaguar XE, Fiat 500X, Tesla Model S P85D, Nissan X-Trail, Honda S660, Suzuki Alto, Subaru Outback/Legacy და Toyota Sienta .