Published on: 15 July 2015
Mazda -მ BT-50 განაახლა
Mazda -მ წარმოგვიდგინა მეორე თაობის BT-50, რომელიც ცოტათი შეიცვალა გარეგნულად და გაემგზავრა ტაილანდში არსებულ კონვეირზე.
ძველ და ახალო მოდელებს შორის არსებული გარეგნული განსხვავებები შეგიძლიათ შეადაროთ ერთმანეთს ფოტოების მეშვეობით. ქვემოთ მოყვანილია წინა მოდელის ფოტოები. როგორც ხედავთ გარეგნული განსხვავებები ძირითადად შესამჩნევია ოპტიკაში, შეცვლილ რადიატორის ჩარჩოსა და უკანა ოპტიკის განსხვავებულ გაფორმებაში. სალონის სურათები სამწუხაროდ არ გვაქვს. Mazda -ში იძახიან, რომ ავტომობილის სალონში შეიცვალა მხოლოდ მოპირკეთების მატერიალები. ამასთან პარამეტრების სიას დაემატა უკანა ხედვის კამერა.
რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, აქ არარის მოსალოდნელი რაიმე განსაკუთრებული განახლება. ავტომობილი ხელმისაწვდომი იქნება უკვე კარგად ნაცნობი ძრავებით, ესენია: 3,2 ლიტრი მოცულობის დიზელის ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 200 ცხ.ძ. -სა და 470 ნმ რბუნვით მომენტს. ასევე 2,2 ლიტრი მოცულობი ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 160 ცხ.ძ. -სა და 385 ნმ ბრუნვით მომენტს.